20 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება

პუბლიკა

20 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, იმსჯელებს თუ არა სინოდი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით.