არასრულწლოვანზე ძალადობისა და მეუღლეზე მუქარისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვან შვილზე ძალადობასა და მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის დეკემბერში, ქ. გორში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ.- მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ  ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე  არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ასევე, 2020 წლის 13 იანვარს,  ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ლ.ბ. – ს. “, – ნათქვამია განცხადებაში.

მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261  მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა)  წარედგინა.