საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე პოზიტიურად ჯარს, საპატრიარქოსა და პოლიციას აფასებს.
უფრო კონკრეტულად კი, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 77% პოზიტიურად აფასებს საქართველოს არმიას (16% – უარყოფითად), 71% პოზიტიურად აფასებს საქართველოს საპატრიარქოს (21% – უარყოფითად) და 67% პოზიტიურად აფასებს პოლიციას (28% – უარყოფითად).
რაც შეეხება ნეგატიურ შეფასებებს, ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტს 56% ნეგატიურად აფასებს (38% – პოზიტიურად), პოლიტიკურ პარტიებს – 52% ნეგატიურად (37% – პოზიტიურად) და პრეზიდენტის ოფისს –- 47% ნეგატიურად (41% – პოზიტიურად).
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.