„ლელომ“ თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა

პუბლიკა

„ლელომ“ თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა, რომლის თავმჯდომარედ საბა ბუაძე აირჩიეს.

დღეს პარტიამ შეკრება გამართა, სადაც დელეგატებმა თბილისის ორგანიზაციის მმართველი საბჭო არჩევნების შედეგად დააკომპლექტა.

საბჭოს წევრები გახდნენ: ნიკა ჩერქეზიშვილი, მაია რომელაშვილი, მანჩო ღვინჯილია, რამაზ ღვინჯილია, ვატო სურგულაძე, ბექა მერმიშვილი, თამარ გიორგაშვილი, გალაქტიონ კალმახელიძე, თამარ ბოყოველი, ნინო ქათამაძე, ნათია ქობალია, თამი ჟორჟოლიანი.

ღონისძიების სლოგანი იყო „დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაძლიერებთ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციას, რადგან ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. ჩვენ გვჭირდება თბილისის ძლიერი ხმა, ამ ბრძოლაში ძლიერი და მკაფიო ხმა. თბილისი ყოველთვის იყო საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ძალა და ასე იქნება ისევ 2024 წელსაც. ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო ამ ბრძოლის დაწყების შესახებ“, – განაცხადა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.