რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოს ხელისუფლებას აქებს.
სიმონიანმა საკუთარ ტელეგრამზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა წარწერით: „საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“.
სიმონიანი მდინარაძეს უწონებს რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ოპოზიციის წინადადებაზე პასუხს – „ჩვენ გიჟები არ ვართ“.
სიმონიანი წერს, რომ საქართველოს მსგავსად უნდა იქცეოდეს სომხეთიც.