NDI: რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეა

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

შეკითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, შედეგები ასე გადანაწილდა:

 2023 წლის ოქტომბერი: 

  • რუსული სამხედრო აგრესია – 27%
  • აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია – 13%
  • რუსული პროპაგანდა – 11%’
  • ტერორიზმი -5%
  • საქართველოში არალეგალური მიგრანტების ჩამოსვლა – 4%
  • ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე – 3%
  • სხვა -18%
  • არცერთი – 2%
  • არ ვიცი- 16%
  • უარი პასუხზე – 1%.

ასევე, NDI-ის კვლევით, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატოსა (20%) და ევროკავშირში (29%) გაწევრიანება დაეხმარება.

გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი (60%) და აშშ (38%) საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ მთავარი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოსთვის – რუსეთი უნდა იყოს.

ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება).საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით;

წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობა შეირჩა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.