ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

პუბლიკა

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

„ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვლს რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.