ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X (Twitter)-ზე დაწერა.
მისივე განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე.
ევროკავშირი ასევე გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც ის დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.
„ეს არის მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტის მიმართ რწმენის შესახებ მკაფიო სიგნალი”. – დაწერა შარლ მიშელმა.
The European Council has decided to open accession negotiations with Ukraine & Moldova. #EUCO granted candidate status to Georgia. And the EU will open negotiations with Bosnia and Herzegovina once the necessary degree of compliance with the membership criteria is reached and…
— Charles Michel (@CharlesMichel) December 14, 2023
„ვამაყობ, რომ შევასრულეთ დაპირებები და გავახარეთ ჩვენი პარტნიორები”. – განაცხადა მან.
Leaders have decided to open accession negotiations with Ukraine and Moldova and to grant candidate status to Georgia.
A strategic decision and a day that will remain engraved in the history of our Union
Proud that we have lived up to our promises and delighted for our partners
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 14, 2023
„ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისა და ევროკავშირისთვის ამ ისტორიულ დღეს. ჩვენ ყური ვუგდეთ თქვენ და თქვენს ევროპულ მისწრაფებებს და დღეს საქართველო ამაყია, რადგან ენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს”.
Congratulations to the people of Georgia on a historic day for the country and for the EU.
We heard you and your European aspirations, and today, Georgia is proud to be given the EU candidate status.
This means hope ????
— Roberta Metsola (@EP_President) December 14, 2023