„ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
„ტელეფონით ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. ვულოცავ მას და ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
I had a call with @Zourabichvili_S and congratulated her and the entire Georgian people on the important decision to grant Georgia EU candidate status.
I was glad to receive President Zourabchivili’s congratulations on the #EUCO decision to open Ukraine’s EU accession talks.…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 14, 2023
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.