კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ოთარ იოსელიანმა 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით.

1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი.

1962 წელს გადაიღო მცირემეტრაჟიანი ფილმი „აპრილი“, ხოლო 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერს მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღეს.

მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გიორგობისთვე“ 1966 წელს გადაიღო. ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინო პრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის.

1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა გადაიღო „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.

1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.