მამისონის უღელტეხილზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, მოძრაობა აკრძალულია

პუბლიკა

გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.

ქვათაცვენის გამო ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდის სამუშაოები ხვალ დილით განახლდება.