Netflix მომდევნო 30 დღის განმავლობაში ფილმების, სერიალებისა და ვიდეოების ხარისხს შეამცირებს, რათა თავი აარიდოს ინტერნეტის გადატვირთვას. ბოლო პერიოდში ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია, რამაც მომხმარებლის ნაკადის გაზრდა გამოიწვია.
ნეთფლიქსმა შეამცირა ვიდეოების ხარისხი. მაგალითად, მომდევნო 30 დღის განმავლობაში მომხმარებელს მაღალი გარჩევადობის მქონე (HD) ვიდეოების ნაცვლად, ფილმებისა და სერიალების ნახვა სტანდარტული ხარისხით (SD) მიეწოდება.
ტექნიკური შეზღუდვა შეეხო იმ ვიდეოებსაც, რომელსაც ნეთფლიქსი 4K რეზოლუციით სთავაზობდა მომხმარებელს.
ეს ცვლილება ევროკომისარ ტიერ ბრეტონის ინიციატივა იყო. სწორედ ევროკომისარისა და ნეტფლიქსის აღმასრულებელ დირექტორს, რიდ ჰასტინგს შორის გამართული დიალოგის შემდეგ, კორნავივირუსის მიერ წამოჭრილი გამოწვევების გათვალისწინებით, Netflix-მა გადაწყვიტა 30 დღის განმავლობაში დაიწყოს მთელ ევროპაში ჩვენებების ბიტრატების შემცირება.