პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ახალი დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.
პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო და ისაუბრეს ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც.
კონსტანტინე გამსახურდიამდე ეროვნულ ბიბლიოთეკას გიორგი კეკელიძე ხელმძღვანელობდა. კეკელიძის თქმით, თანამდებობის დატოვება მას შალვა პაპუაშვილმა მოსთხოვა.