აზერბაიჯანი ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს

პუბლიკა

აზერბაიჯანი ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს. ეს არის ბაქოს პასუხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილებაზე, შეზღუდოს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება და არ დაამტკიცოს მათი რწმუნებათა სიგელები.

აზერბაიჯანული ონლაინმედია APA-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა არ ნიშნავს თავად აზერბაიჯანის მონაწილეობის შეზღუდვას ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურებში, ალიევი სხვანაირად ფიქრობს.

APA-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, „აზერბაიჯანი არ აპირებს მის მიმართ ამ უსამართლო და მიკერძოებული დამოკიდებულების მიღებას და ამჟამად არა მხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ მთლიანად ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს. ამავდროულად, აზერბაიჯანმა შეიძლება უარი თქვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციის აღიარებაზე”.