ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობაში ერთადერთი ცვლილება მოხდება – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდად წარდგენის შემდეგ დარჩენა ყველა მინისტრს შესთავაზა. თუმცა, ჯუანშერ ბურჭულაძეს თანამდებობიდან წასვლა თავად სურდა.
„მას სურს პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადასვლა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა სხვა მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს.
ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობები დღეს ოფიციალურად გაცვალეს – ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა, კობახიძე კი პარტიის ყრილობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.