სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში დღეს წლიური ანგარიშით წარდგება

პუბლიკა

დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარდგება.

პრეზიდენტის რანგში ეს ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება იქნება. რეგლამენტის მიხედვით, მოხსენების შემდეგ სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოვლენ, რის შემდეგაც, ზურაბიშვილი უფლებამოსილია, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართოს.