75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლევან თედიაშვილი 

პუბლიკა

დღეს, 2024 წლის 17 თებერვალს ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.

ის 74 წლის იყო.

ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში. 1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გამოსულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“. 2021 წელს რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა გადაიღო ფილმში „მეოთხე ბრაიტონი”.