ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარემ არასაპატრიმრო სასჯელი – გირაო 3000 ლარის ოდენობით მოითხოვა.

შსს-ს ცნობით, ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.