რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავენ. lpn-ის ინფორმაციით, მათ დღეს პრემიერი, ირაკლი კობახიძე შეხვდება. შეხვედრა 19:00 საათზე უნდა დაიწყოს.
პრემიერთან შეხვედრა პროტესტში ჩართული ექიმების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
ექიმები ამბობენ, რომ სურთ პრემიერთან შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კლინიკის მომავალზე იმუშავებს. მედიკოსების თქმით, ამ სამუშაო ჯგუფში უნდა შედიოდეს მათი წარმომადგენელიც.
,,გავაცნობთ ჩვენს არგუმენტებს, რომლებიც რეორგანიზაციის დაუსაბუთებელ ბრძანებას შეეხება… კომპენსაციები, რომელიც არის სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებული შეურაცხმყოფელია ჩვენთვის”, – განაცხადა ექიმმა ნინო ოთარიშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, შეთავაზებები, რომელიც ექიმებთან სამინისტროს აქვს, არადამაჯერებელი და ბუნდოვანია.