„მის ხედვებზეა დამოკიდებული” — კობახიძის პასუხი ივანიშვილის საარჩევნო პროცესში ჩართვაზე

პუბლიკა

ჩაერთვება, თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის საარჩევნო კამპანიაში, კითხვა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დაუსვეს, კობახიძე ამბობს, რომ ეს მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, ,„მის ხედვაზეა დამოკიდებული”. 

კობახიძის თქმით, გუნდი ივანიშვილის „მოსაზრებებს დაელოდება“.

,,საარჩევნო პროცესებში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართვა, მასზეა დამოკიდებული, მის ხედვებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით არ გვქონია. ბუნებრივია, გვექნება შეხვედრები, შეკრებები, დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. გავიმეორებ, მასზე[ბიძინა ივანიშვილი] იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხედავს ის თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი პარტიაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა.