უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო – საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სანქციები შეეხება 106 ფიზიკურ და 88 იურიდიულ პირს.
როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნულია, ახალი შემზღუდავი ზომები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ არის მიმართული და მოიცავს სანქციებს მათ მიმართაც, ვინც ამ უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უწყობს ხელს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ახალი პაკეტი კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის არმიისა და თავდაცვის სექტორის წინააღმდეგ არსებულ შემზღუდავ ზომებს – ის ეხება მესამე ქვეყნების იმ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთს ომში ეხმარებიან. მათ შორის შედის კომპანიები ინდოეთიდან, შრი-ლანკადან, ჩინეთიდან, სერბეთიდან, ყაზახეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან.
ბორელი აღნიშნავს, რომ EU ერთიანია მიდგომაში, რომ რუსული ომის მანქანა შეასუსტოს და უკრაინას თავდაცვისთვის წარმოებული ომის მოგებაში დაეხმაროს.