მოსკოვის სასამართლომ საზღვარგარეთ მცხოვრები ოპოზიციონერის დაკავების ბრძანება გასცა

პუბლიკა

მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერისა და სახელმწიფო დუმას ყოფილი წევრის, დმიტრი გუდკოვის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამჟამად გუდკოვი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მან ქვეყანა 2021 წელს დატოვა, როცა რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, მოგვიანებით კი შავ სიაშიც შეიყვანეს.

გუდკოვის დაკავების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო საგამოძიებო უწყების მიერ წაყენებული ბრალდება, რომ მან რუსეთის არმიის წინააღმდეგ „ყალბი” ინფორმაცია გაავრცელა. ამ მუხლით რუსეთის ფედერაციაში არაერთ ოპოზიციონერს აქვს ბრალდება წარდგენილი, მათ შორის არიან დაკავებულებიც.

სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, სისხლისსამართლებრივი საქმე იმ ვიდეოს გამო აღიძრა, რომელიც გუდკოვმა აპრილში Yotoube-ზე გამოაქვეყნა და უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები გააკრიტიკა.

2022 წლის იანვარში გუდკოვმა დაწერა, რომ ის საქართველოში არ შემოუშვეს და თბილისის აეროპორტიდან კიევში გააბრუნეს.