შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს კაცი, რომელსაც გუშინ ლილოს დასახლებაში 21 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს – 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – აცხადებენ უწყებაში.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს – დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.