აზერბაიჯანი: სომხეთის მიერ განთავსებული ნაღმით მოქალაქე დაშავდა

პუბლიკა

აღდამის რაიონში 29 წლის მოქალაქე ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ ტერიტორია სომხეთის მხარის მიერ იყო დანაღმული.

ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, დაშავებული ადგილობრივი მწყემსია და მას ორივე ფეხი დაზიანებული აქვს. მათი ცნობით, კაცი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

აზერბაიჯანის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია სომხურ მხარეს.