ევროკავშირში აიკრძალება ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება. აღნიშნული ითვალისწინებს პლასტმასის შეფუთვას ახალი ხილისა და ბოსტნეულისთვის, სასტუმროებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ჰიგიენური საშუალებების შეფუთვებს.
POLITICO-ს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს ევროკავშირში ერთჯერადი შეფუთვების ნარჩენების მზარდი რიცხვის შემცირებას.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს ერთ ადამიანზე 188,7 კილოგრამი შესაფუთი საშუალებების ნარჩენი დაგროვდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 10,8-ჯერ მაღალია.
ევროკავშირის დეპუტატმა ფრედერიკ რისმა,რომელიც ამ საკითხზე მუშაობას ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ ეს ისტორიული შეთანხმებაა.
„ჩვენ ვთხოვთ ყველა ინდუსტრიულ სექტორს, ისევე როგორც წევრ სახელმწიფოებს, გაიღონ ძალისხმევა, მაგრამ ასევე გვინდა, მომხმარებელმაც შეასრულოს თავისი როლი ზედმეტ შეფუთვასთან ბრძოლაში“, – განაცხადა რისმა.
POLITICO-ს ინფორმაციით, აკრძალვის შემდეგ ბიზნესები ვალდებულები იქნებიან, ნება დართონ მომხმარებლებს რესტორნებში მიიტანონ საკუთარი კონტეინერები. ევროკავშირი ასევე აკრძალავს მსუბუქი პლასტმასის ჩანთების გამოყენებას.
იდეის ავტორების მიზანია, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით ყველა მსგავსი შეფუთვა გადამუშავდეს.