თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 31 მარტს მისი ბოლო არჩევნები იქნება და სამომავლოდ კენჭს აღარ იყრის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ეს ჩემთვის ბოლოა, კანონით მონიჭებული მანდატის მიხედვით, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია. რა შედეგიც დადგება, მემკვიდრეობით გადაეცემა ჩემს შემდეგ მოსულ ჩემს დებსა და ძმებს”, – განაცხადა მან.
ერდოღანი 20-წლიან მმართველობას ითვლის – 2003 წლიდან 2014 წლამდე ის პრემიერი-მინისტრის რანგში მართავდა ქვეყანას, 2014 წლიდან კი – როგორც პრეზიდენტი.