ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

პუბლიკა

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.