მთავრობის განკარგულებით, მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა. ირაკლი კობახიძის ხელმოწერით მთავრობის განკარგულება 12 მარტით თარიღდება.
ერთ ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთები მდებარეობს ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. კერძოდ:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ნარუჯაში – 849 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ნატანები – 929 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუთური – 345 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუთური – 859 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.