თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეის გაშვების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დღეს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც დირექციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
განათლების სამინისტროში „პუბლიკას” უთხრეს, რომ მოსწავლეების ნაწილს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ნაწილი პრევენციის მიზნით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.