საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.5%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.
2024 წლის თებერვალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- დამამუშავებელი მრეწველობა;
- მშენებლობა;
- პროფესიული;
- სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია;
- ტრანსპორტი;
- დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.