თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა

პუბლიკა

თურქეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებით თანამდებობის შენარჩუნება მოახერხა, მუნიციპალურ დონეზე ყველა დიდ ქალაქში გამარჯვება მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს.

„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ქვეყნის 5 დიდ ქალაქში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში.

გასულ წელს სტამბოლში საარჩევნო კამპანია თავად ერდოღანმაც წარმართა, თუმცა ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ ცნობილია, რომ ოპოზიციონერ ექრემ იმამოღლუს 37%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატს – 35%-ზე მეტი.

რაც შეეხება ანკარას, ოპოზიციონერი მანსურ იავაში 60%-ით ლიდერობს.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კენჭისყრის შედეგებს უკვე გამოეხმაურა და თქვა, რომ გამარჯვებულია „დემოკრატია“ და რომ 31 მარტი იყო არა დასასრული, არამედ „შემობრუნების წერტილი”.

„შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნების გამარჯვებული არის, პირველ რიგში, დემოკრატია და ხალხის ნება. 85 მილიონმა ადამიანმა, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, მოიგო საარჩევნო მარათონი და კანდიდატებამდე თურქეთი იყო გამარჯვებული”, – თქვა მან.