მმართველი გუნდის ერთი-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საკითხს დღეს კიდევ გამოეხმაურა. მდინარაძეს მიაჩნია, რომ ფეხბურთელებს მათი ოპონენტები პოლიტიკაში რევენ.
როგორც მან აღნიშნა, არც მმართველ გუნდს არ „გაუჭირდებოდა” მათგან მხარდამჭერი პოსტების მიღება, მაგრამ ამას „არ კადრულობენ”.
facebook-ზე სპორტსმენების მიერ ევროპული გზის მხარდამჭერ პოსტები იდება.
„ფეხბურთელებსაც პირადად ვთხოვ, მე ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით, ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც მართლაც ჩემპიონები ხართ და მართლაც გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ.
ისინი [ოპონენტები] დასდევენ ახლა, აბულინგებენ [საბა კვერკველიას კალაძესთან გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების გამო]. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის მერე უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით, მთელი საქართველოს მხარდაჭერით. არ შეიძლება გაყოფა მათი, ვიღაცა შეიძლება გვიჭერდეს მხარს, ვიღაცა არ გვიჭერდეს, ვიღაცა მეგობარია ჩვენი.
ლევან კობიაშვილი ჩვენი ოჯახის წევრი, ყველანაირი გაგებით, პოლიტიკური თუ მეგობრული ოჯახის წევრია, არ კადრულობს და არ ეუბნება არცერთ მათგანს მხარდამჭერი… გაუჭირდებოდა?
ეროვნული ნაკრებიდან ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო, მინიმუმ და რაღაცა მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ ხალხო და გაჩერდით, დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი. გაეშვით”, – განაცხადა მდინარაძემ.