ამერიკა მალე ბიზნესისთვის ღია იქნება - დონალდ ტრამპი

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ისინი ფიქრობენ, 15-დღიანი შეჩერების შემდეგ როგორ დაუბრუნდეს ქვეყნის ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი კორონავირუსული ინფექცია სწრაფად დაიწყებს გავრცელებას.

„ამერიკა მალე იქნება ღია ბიზნესისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს გადაიქცეს გრძელვადიან ფინანსურ პრობლემად“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ზოგიერთ შტატში ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლია, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.

16 მარტს ტრამპმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა,  რაც სახლში დარჩენასა და გადაადგილების შეზღუდვებს ითვალისწინებს.

აშშ-ში ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების 46,145 შემთხვევა დასტურდება.  გარდაცვლილია 2,411 ადამიანი.