პოლიციამ ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და გაიყვანა

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების” ლიდერი და დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანა.

მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დაპირისპირება იყო. უცნობია, რას მოჰყვა შელაპარაკება, თუმცა როგორც ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, ელისაშვილს შენობაში შესვლა სურდა.

დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია პარლამენტთან დაიწყო და მოგვიანებით, კანცელარიასთან გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორებმა „ქართულ ოცნებას” ერთ საათიანი ვადა მისცეს, რათა პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინათ და კანონი გაეწვიათ. დროის გასვლის შემდეგ, მათ მოქალაქეებს მშვიდობიანად, კანცელარიასთან გადასვლისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.