„არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რომ თავიდან მოვიშოროთ ქართული კოშმარი" - პრეზიდენტი

პუბლიკა

„არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა მოვიშოროთ ქართული კოშმარი“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Info-სთან ინტერვიუში.

„გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ, კოშმარია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანამდე ზურაბიშვილს ინტერვიუ ჰქონდა CNN-თან და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსული კანონი და აღნიშნა, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის ნება. მისი თქმით, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა ევროინტეგრაციის გზაზე, რის შეჩერებასაც რუსეთი თავისი ჰიბრიდული სტრატეგიით ცდილობს, რასაც დღეს ხელისუფლება ეხმარება.

მან, ასევე, ისაუბრა ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიან აქციებზე და თქვა, რომ მისი მიზანი, საბოლოო ჯამში, მიმართული უნდა იყოს არჩევნებისკენ.