სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შეშფოთებას გამოთქვამს რუსულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
„NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებით. საქართველოსთვის, როგორც NATO ასპირანტისთვის, საკვანძოა სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმულია ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – განაცხადა მან.
რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება NATO-მ აქამდეც დააფიქსირა – კერძოდ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას დემოკრატიულ საზოგადოებად..