საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.
ინფორმაციისთვის, 67 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.