„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და უბრალოდ მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, სწრაფ ტესტებს იქ გამოიყენებენ, სადაც ჩათვლიან, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია.
„ამ ეტაპისთვის შერჩეულია ეს რეგიონი და მარნეულის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისეთი სწრაფად გავრცელება, რომელიც ეს შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავება და მისი დინამიკურობის გაკონტროლება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.