ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს - როთი

პუბლიკა

„ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს“, – განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის ნაწილი, ევროპარლამენტიდან ჩემი კოლეგების შემადგენლობით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. უკიდურესად მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე.

თუმცა, გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხისადმი, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი“, – განაცხადა მიხაილ როთმა. [„პირველი არხის“ თარგმანი]

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდნენ.

საუბრის თემა რუსული კანონი და „ქართული ოცნების“ ქმედებებია.

საქართველოში დღეს ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია), ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

ხელისუფლებამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.