ქაცარავას ცოლი: ძალიან ნაცემია, თავში აქვს ნარტყამი. დამირეკა და მითხრა, დალეწილი ვარო

პუბლიკა

დავით ქაცარავას ცოლი, სოფო ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მის ქმარს „თავში ურტყეს”.

სოფო ხაჭაპურიძის თქმით, დავით ქაცარავას მასთან უცხო ნომრიდან დაარეკინეს და თავად უთხრა, რომ ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავდათ და იყო ძალიან ნაცემი.

„დალეწილი ვარო, ძალიან შეცვლილი ხმა ჰქონდა, ისეთი, რომ ვერ ვიცანი” – უთხრა სოფო ხაჭაპურიძემ „პუბლიკას”.

დავით ქაცარავას ცოლი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, რამდენიმე საათი არ იცოდნენ, თუ სად ჰყავდათ ის გადაყვანილი, მიმართეს სახალხო დამცველს, იურისტებს, თუმცა ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებდნენ.

საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ დავით ქაცარავას სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ.