BBC-ის ონფორმაციით, უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. 71 წლის პრინცს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. გამოკვლევა კორნუოლის 72 წლის ჰერცოგინიასაც ჩაუტარდა, თუმცა მას ვირუსი არ დაუდგინდა.
სამეფო სახლის ინფორმაციით, ჩარლზი და კამილა ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, პრინცი ბოლო დღეების განმავლობაში სახლიდან მუშაობდა.
ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ შეუძლებელია ინფიცირების წყაროს დადგენა, რადგან პრინცმა თავისი საზოგადოებრივი როლიდან გამომდინარე ბოლო კვირებში ბევრი შეხვედრა გამართა.