გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის, შემდეგ კი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე.
ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს 31 ოქტომბერს ქალაქ ლანჩხუთში. იგი 1993 წლის 6 იანვრიდან 1993 წლის 26 მარტამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე; 1993 წლის 26 მარტიდან 1993 წლის 19 ოქტომბრამდე სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი.
2011 წლიდან გარდაცვალებამდე — აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.