ოპოზიციური პარტიები: საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიები „ახალი”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „დროა”, „გირჩი”, „რესპუბლიკური პარტია”, „ლელო” და „ნაციონალური მოძრაობა” აშშ-ის მიერ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაანონსებას ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, „აშშ-ის ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს”.

„გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში: იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან.

გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ, ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.

საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!”, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.