ბეჟან ჯავახია 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი: “26 მაისი ჩვენ მოვიპოვეთ ევროპელთა მხარდაჭერით!” 

პუბლიკა

დღეს, 26 მაისს საქართველო მისი დამოუკიდებლობის 106 წელს ზეიმობს. სრულიად საქართველო ერთიანდება ამ დიდებული თარიღის ირგვლივ და იხსენებს წარსულს, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. წელს საქართველო, პირველად ისტორიაში, ამ დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება, სტატუსით, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლების ევროპული კურსის გაგრძელებაა. საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან და მას არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ამ გზაზე. 

დამოუკიდებლობის გზაზე, საქართველომ არა ერთ გამოწვევას უპასუხა, გამოიარა არაერთი კრიზისი თუ ომი, ამ გამოწვევებს დღესაც და წარსულშიც, საქართველო ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით უმკლავდებოდა

1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – ბეჟან ჯავახიას თქმით, საქართველოს ერთადერთი შემაფერხებელი დამოუკიდებლობისა და განვითარების გზაზე რუსეთი იყო, ხოლო მისი ჭეშმარიტი მხარდამჭერი ევროპა იყო და არის. მისივე განმარტებით, საქართველოს ისტორიული წარსული სრულად უკავშირდება კულტურით, ისტორიით თუ რელიგიით, ევროპას

ჩვენი ისტორიული წარსული გვკარნახობს, რომ საქართველოსთვის შეუქცევადია გზა ევროინტეგრაციისაკენ – 26 მაისი ჩვენ მოვიპოვეთ სწორედ ევროპელთა მხარდაჭერით! და ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული ღირებულებები” – ამბობს ჯავახია

ერეკლე ნათაძე, 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, ნოდარ ნათაძის შვილია. მისი ოჯახის 4-მა წევრმა სხვადასხვა დროს ხელი მოაწერა, საქართველოს დამოუკიდებლობის (1918) და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტებს (1991). მისი თქმით, დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელიც ევროკავშირის წევრობით უნდა დაგვირგვინდეს. მისვე განმარტებით, მამამისი, ნოდარ ნათაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის და ევროპელობის იდეის, თვით საბჭოთა კავშირში ყოფნის დროსაც სჯეროდათ

დღეს როდესაც კვლავ გაჩნდა საფრთხე, დღეს როდესაც მსოფლიოს ახალი წესრიგი უნდა შეიქმნას, საქართველო შეიძლება დარჩეს არაცივილიზებულ მხარეს. ამ საფრთხემ გამოაღვიძა ის ,მოწოდებები, რომლებიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენის დროსახალმა თაობამ გაიხსენა ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ უნახავთ და არც მოსწრებიან, მაგრამ გაუგიათ მათი შეუპოვარი და ბრძოლის შესახებ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირის გზაზე არაფრით შეიძლება უკან დახევა და მე მჯერა რომ ეს არ მოხდება.”- ამბობს ნათაძე.

 “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის”, ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ზეიმობს მასთან ერთად და სჯერა, რომ საქართველო, მისი ღირებულებებით, დამოუკიდებლობის უშრეტი სურვილით გააძლიერებს ერთიან ევროპულ ოჯახს