იოზვიაკი: EU-ის წევრ სახელმწიფოებს საქართველოზე ვარიანტები გაეგზავნათ

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გაეგზავნათ ვარიანტების ფურცელი.

მისი თქმით, ხანმოკლე შეზღუდვები მოიცავს დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში, განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც.

„EU-ის წევრ სახელმწიფოებს საქართველოს შესახებ ვარიანტების ფურცელი გაეგზავნათ. მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების დროებით შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება. თუ სიტუაცია გაუარესდება: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამხედრო/ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტა;

სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება. EU-ის წევრებს საქართველოზე ვარიანტები გაეგზავნათ: მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში სავიზოს შეჩერება”, – წერს ის.