აქტივისტი: ჩემს თანამებრძოლს, ლერი დარჯანიას „ტიტუშკები” დახვდნენ

პუბლიკა

აქტივისტი, დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლერი დარჯანიას. დანელია თავდასხმას ე.წ. ტიტუშკებს უკავშირებს.

„დღეს დილით 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს, ლერი დარჯანიას დახვდნენ „ოცნების” „ტიტუშკები”. დაახლოებით, 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება „ქართული ოცნების” მხრიდან”, – წერს ის.

TV პირველმა გაავრცელა თავდასხმის სავარაუდო კადრები – ვიდეოში ჩანს თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე სამი პირი და მანქანა, რომლითაც დარჯანიას ჩაუსაფრდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.