GWP აქვეყნებს მისამართებს, სადაც წყლის ცისტერნები განათავსა

პუბლიკა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჩამონათვალს აქვეყნებს, სად და როდის განთავსდება სასმელი წყლის ცისტერნები წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე.

მისამართები, სადაც 21 ივნისს სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდება:

09:30 – 13:00 – ვაკე, ნუცუბიძის .N125
10:30 – 13:00 – ვაკე, ქავთარაძის . N70-72
10:30 – 13:00 – ვაკე, მიხეილ შავიშვილის .N1
10:30 – 14:00 – გლდანის, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა N11
10:30 – 13:00 – ვაკე, რევაზ მარგიანის .,შენ.2/2

GWP-ის ცნობით, ცისტერნების განთავსების ლოკაციები დღის განმავლობაში 2-ჯერ იცვლება. მოცემული მისამართების გარდა, მომხმარებელს დამატებით შეუძლია სასმელი წყლის ცისტერნა ცხელი ხაზის საშუალებით მოითხოვოს.


სოფელ წიწამურის მიმდებარედ, 16 ივნისს  ავარიულად დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც თბილისის საკმაოდ დიდ ნაწილს აწვდის წყალს. ამის გამო, უკვე მეექვსე დღეა, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდება ათობით ათას აბონენტს.

GWP-ის გენერალურმა დირექტორმა 18 ივნისს განაცხადა, რომ დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება.