კომიტეტმა გია ცაგარეიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. დეპუტატს უფლებამოსილება საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ შეუწყდება.

გია ცაგარეიშვილს პარლამენტში, სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს, რომელიც „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 75-ე ნომერია.

არჩილ გორდულაძე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეა და პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის ხელმძღვანელი იყო.