ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს.
ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკოსი, პროფესორი გიორგი გახელაძე 19 ივნისს, დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი ნაპოვნია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.