GWP: წყალმომარაგება სრულად აღდგენილია

პუბლიკა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ, 16 ივნისს ავარიულად დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც თბილისის საკმაოდ დიდ ნაწილს აწვდის წყალს. მოქმედებდა გრაფიკი. წყლის ეტაპობრივი აღდგენა გუშინ, 24 ივნისს დაიწყო.